English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 3 ∘ ცოტნე იაშვილი
უთანაბრობის შეფასება საქართველოში: შემოსავლების უთანაბრობა ქალაქ-სოფლის ჭრილში

რეზიუმე

უთანაბრობა მნიშვნელოვანი პრობლემაა როგორც საქართელოში ასევე მის ფარგლებს გარეთ. ის საჭიროებს მრავალმხრივ შესაწავლას. ვინაიდან, უთანაბრობას აქვს სხვადასხვა ტიპის გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე, მდგრად განვითარებასა და ზოგადად, კეთილდღეობაზე. მისი ეფექტები განსხვავებულია მოკლევადიან და გრძელვადიან პერიოდში.

წინამდებარე სტატიის მიზანს წარმოადგენს შეაფასოს და გაანალიზოს საქართველოში არსებული სიტუაცია შემოსავლების უთანაბრობის კუთხით. ასევე, განსაკუთრებულად კი ხაზი გაუსვას უთანაბრობის სივრცულ გადანაწილებას ქალაქი-სოფლის ჭრილში.

ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად სტატიაში გამოყენებულია სხვადასხვა ტიპის მონაცემები. ერთ-ერთი ასეთი არის საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის შინამეურნეობების ინტეგრირებული კვლევის მონაცემები. ასევე საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ შემოსავლების მიხედვით დათვლილი ჯინის კოეფიციენტები. იმისათვის რომ გამოვყოთ სახელმწიფოს მიერ შემოსავლების განაწილების ეფექტი საქართველოში ამისათვის გამოყენებულია SWIID (Standartized World Income Inequality Database)-ის მონაცემთა ბაზა. კერძოდ, ჯინის კოეფიციენტები, შემოსავლების მიხედვით როგორც პირველადი საბაზრო ჯინის კოეფიციენტები ასევე, განკარგვადი შემოსავლის მიხედვით (გადასახადების და ტრანსფერტების შემდეგ) დათვლილი ჯინის კოეფიციენტები.

როგორც ანალიზი გვიჩვენებს საქართველოში შემოსავლების უთანაბრობის მაჩვენებლები გაცილებით მაღალია, ვიდრე ოფიციალური ჯინის ინდექსები გვიჩვენებს. კერძოდ, ქალაქის ტიპის დასახლებების შემოსავლები 1,8 ჯერ აღემატება სოფლის ტიპის დასახლებებს. მიუხედავად იმისა, რომ სტიპენდიები, პენსია და სხვადასხვა ტიპის შემწეობები მნიშვნელოვან როლს თამაშობს აღნიშნული განსხვავების დაფარვაში. მიუხედავად ამისა, ზემოხსენებული განსხვავება საკმაოდ დიდია. კიდევ ერთი ტენდენცია რაც იკვეთება არის, ის რომ ძალიან მაღალია ვალის წილი მთლიან შემოსავლებში. ფინანსურ რესურსებზე დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო ართულებს ამ სიტუაციას და გამოიწვევს შემოსავლების უთანაბრობის ზრდას. აღსანიშნავია, ისიც სახელმწიფოს ფისკალური ეფექტები შემოსავლების განაწილების კუთხით ბოლო ათწლეულის განმავლობაში არის სტაბილური, თუმცა საკმაოდ მცირე. ამიტომ მნიშვნელოვანია რომ სახელმწიფომ შეიმუშავოს უფრო ეფექტური ფისკალური ინსტრუმენტები, რათა მაქსიმალურად ეფექტურად მოხდეს შემოსავლების განაწილება.